ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მგზავრს მთელი ფრენის გატარება ტუალეტში მოუწია - მას ავიაბილეთის თანხას სრულად დაუბრუნებენ

ინდური ავიაკომპანია SpiceJet-ის რეისით მუმბაიიდან ბანგალორში  მიფრინავდა. მგზავრი მთელი ფრენის განმავლობაში, გაუმართავი კარის გამო, თვითმფრინავის ტუალეტში იყო ჩარჩენილი.

The Independent-ის ცნობით, მამაკაცი საპირფარეშოში თვითმფრინავის აფრენიდან მალევე შევიდა. როდესაც აღმოაჩინეს, რომ მგზავრი საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი, ბორტგამცილებელმა კარის გარედან გაღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

მგზავრმა ამის გამო მთელი ფრენა ტუალეტში გაატარა. კარის გაღება მხოლოდ დაფრენის შემდეგ მოახერხეს.

თავის მხრივ, SpiceJet-მა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ მგზავრს სრულად დაუბრუნდება ავიაბილეთის ღირებულება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.