მას დიდი ხანია შეუყვარდნენ ისინი, ვინც მას მამიკო წაართვეს და რომლებშიც მამიკოზე უფრო ძლიერი ძალა დაინახა – დავით ქართველიშვილი ანა ნაცვლიშვილზე

„გმირებს კი დიდება, მაგრამ მოღალატეებს – რაა???“ – წერს სოციალურ ქსელში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც „ლელოს“ წევრის ს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს – „იფიქრებდნენ ეს ახალგაზრდები, რომ ასი წლის შემდეგ ს მსახური ხელისუფლება ეყოლებოდა საქართველოს?! დიდება გმირებს!” ეხმიანება.
ქართველიშვილი ანა ნაცვლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს სირცხვილ გამოცლილ სტატუსს უწოდებს.
„ხანდახან ზღაპრებსაც ვწერ, რა გაეწყობა…დროა ასეთი, „საიგავარაკო“. დღესაც გამახსენდა ერთი, ადამიანურ უსინდისობაზე და უნამუსო შიგთავსში გაწყვეტილ „წითელ ხაზებზე“: – „იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი მამიკო. მამიკოსაც უყვარდა თავისი კუდრაჭა და ყველაფერს უსრულებდა ცხოვრებაში. გოგონას ყველაფერი ჰქონდა, იმიტომ რომ მამიკო ძალიან, ძალიან მდიდარი კაცი იყო.
მათ ქალაქში ცხოვრობდნენ ღარიბი ბავშვებიც, რომლებსაც შურდათ გოგონასი და მამიკოებს ეხვეწებოდნენ დაესაჯათ ბედნიერი ოჯახი. მათ ხარჯზე კი საკუთარი ბედნიერება აეწყოთ.
ღარიბი შვილების მამიკოებმაც, მოახდინეს რევოლუცია და ერთ დღეს, ბედნიერი გოგონას მამიკო დაიჭირეს. საბრალო გოგონა თავისი ყველაზე საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩა. მამიკოს, ციხეში აწამებდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. რაც კი სიმდიდრე დაუგროვებია ყველაფერი წაართვეს და ღარიბი შვილების მამიკოებს დაურიგეს.
ოდესღაც ბედნიერმა გოგონამ, ფიცი დადო, რომ გავიზრდები, უსამართლობასთან ბრძოლას დავიწყებო და ყველა ოდესღაც ბედნიერი, მაგრამ დაჩაგრული და გაუბედურებული გოგონების დამცველი გავხდებიო. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა. იმ დროისთვის, ერთმა კარგმა ბიძიამ ოდესღაც ბედნიერი ყველა გოგონას და ბიჭუნას მამიკო და დედიკო, ციხიდან სახლებში დააბრუნა.
ის კაცი, კეთილი იყო და ის ცუდი ხალხი, ვინც აწამებდა და კლავდა, არ დასაჯა. იფიქრა, მათთაც ხომ ჰყავთ სახლში პატარა გოგონები და ბიჭები, გვეყოფა ამდენი უბედურებაო. მაგრამ სიკეთე თურმე, მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა აჩუქო, ვისაც ცხოვრებაში კეთილისა და ბოროტის, ასევე უფლის წყალობის გარჩევა შეუძლია. ვინაიდან წერილ არს: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ“. ასე მოუვიდა გოგონასაც, რომელიც ჯერ ცხარე ცრემლებით ტიროდა, როდესაც მას „რატომღაც“ აიგივებდნენ იმ ცუდ ბიძიებთან და დეიდებთან, ვინც მას მამიკო წაართვა და სასტიკად აწამებდნენ მას. ის ჯერ ძალიან ბრაზობდა ამაზე, მერე დაიღალა, მიხვდა, რომ ტყუილად ტირის და ბრაზობს. სინამდვილეში, ის არ ყოფილა კარგი გოგონა და მას არ უყვარდა მამიკო. მას დიდი ხანია შეუყვარდნენ ისინი, ვინც მას მამიკო წაართვეს და რომლებშიც მამიკოზე უფრო ძლიერი ძალა დაინახა. გოგონას მამიკო კი არა, მხოლოდ ძალა და ძალაუფლება უყვარდა. ამიტომაც, ვერ იტანდა მამიკოების ნორმალურ, ჭკვიან და მოსიყვარულე შვილ გოგონას. ვერ იტანდა გაშმაგებამდე, რამეთუ თითოეულ მათგანში საკუთარი უკუღმართობის განაჩენს ხედავდა.
ასე დასრულდა ზღაპარი „კეთილ“ და „დაჩაგრულ“ გოგონაზე. ქატო იქეთ – ფქვილი აქეთ…“ კინაღამ მთავარი დამავიწყა – რამ გამახსენა ეს ზღაპარი. აი ამ სირცხვილგამოცლილმა სტატუსმა: „Ana Natsvlishvili • ანა ნაცვლიშვილი იფიქრებდნენ ეს ახალგაზრდები, რომ ასი წლის შემდეგ რუსეთის მსახური ხელისუფლება ეყოლებოდა საქართველოს?! დიდება გმირებს!“
P.S.: გმირებს კი დიდება, მაგრამ მოღალატეებს – რაა??? – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: დაკავებულია 270 ადამიანი, გაშიფრულია ნარკოტიკების გაყიდვის სქემები (ფარული კადრები)
Next: ანა ნაცვლიშვილი ბათუმში, თავშესაფრის ძაღლს მოეფერა

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი ღრმად ცდება, იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც ის ხელისუფლებაში ვიღაცის ჩაის დალევით მოვიდა და მოსკოვიდან ჩამოსულმა ივანოვმა „გაუპრავა“ ხელისუფლებაში ყოფნა