მარია ზახაროვა – სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის ულტიმატუმებითა და შეურაცხმყოფელი რიტორიკით

შეშფოთებულია სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და ულტიმატუმების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
“სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებითა და ხანდახან შეურაცხმყოფელი რიტორიკით. დამაბნეველია სომხური ელიტის ნაწილის მუდმივი სურვილი, განიხილოს თავი ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ორგანიზაციის ფარგლებს მიღმა”, – განაცხადა ზახაროვამ.
მან ურჩია სომხეთს ОДКБ-ში მისი წევრობის მომავალი ორგანიზაციის ფარგლებში განიხილოს და რუსეთთან კომუნიკაციის ორმხრივი არხები გამოიყენოს ყველაფერზე, რაც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება.
ცნობისთვის, 12 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ОДКБ-ს დატოვებს თუ ორგანიზაცია დამაკმაყოფილებლად არ ჩამოაყალიბებს სომხეთის უსაფრთხოების დაცვისადმი თავის ერთგულებას.

ასევე დაგაინტერესებთ