მარია ზახაროვა – რომის პაპი მიმართავს დასავლეთს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა

ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ს თქმით, ფრანცისკე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს არა კიევს, არამედ დასავლეთს.
„მე ამას ასე ვხედავ: რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა“, – განუცხადა ზახაროვამ იტალიურ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს.
მისი მტკიცებით, დასავლეთი ს რუსეთის დასუსტებისთვის თავისი ამბიციების ინსტრუმენტად იყენებს.
„ჩვენ არასოდეს დაგვიბლოკავს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ უკრაინაში სიტუაცია „ჩიხშია“.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ