მარიამ წიკლაური: Ხალხის ნება უზენაესია. Არა რუსულ ორბიტას, რუსულ ოკუპაციას, რუსულ კანონს და რუსულ ფულს. Აი, მაგ ფულს სჭირდება კონტროლი…

“Ბიტკოინების, ობშერული ზონების და საზოგადოდ სხვა გაუგებარი და დამალული სეგმენტების ფულის გამაკონტროლებელ კანონს როდის მიიღებთ? Თუ, მხოლოდ ენჯეოს ფულია ფული და სხვების ფული არ საჭიროებს კონტროლს?
Რა დაიმართეთ ასეთი? Შარშანდელი პროტესტი არ გეყოთ? Თუ არეულობა გაწყობთ? აგერ ქვეყნის ნიჭიერი ხალხი გყავთ, ლანძღეთ, ფეხით შედეგით, უნიჭოები ეძახეთ და გაბედნიერდებით. Ყველას შეურაცხყოფა მიაყენეთ, ყველას შტერი და მავნებელი ეძახეთ, მოღალატეობა დააბრალეთ. Ამაზრზენი ეთერები ასმენინეთ ხალხს, რომელსაც საერთოდ არ სცემთ პატივს.
Ყველა ფული კი არაა საშიში, მხოლოდ ზოგისაა საშიში თურმე და ზოგისა – არა. Უბათქუნეთ ახალგაზრდებს, ასხით წიწაკის სპრეი, დასტრესეთ საზოგადოება, არ მოადუნოთ, აბა, ჰე… Ტროლ-ბოტური არმიები ამუშავეთ, ვინ ვის აჯობებთ?
Ცეკა დაუძახეთ ევროკავშირს (კალაძემ გაახმოვანა ასე) და ვერ შეძლოთ ვერაფერზე შეთანხმება ევროპასთან. Იყოთ და იყოთ, ეს გინდათ თქვენ! Აბა, საქართველოს და მის მოსახლეობას იმდენი პრობლემა აქვთ, ამას გააკეთებდით ახლა ქვეყნის მომავალზე რომ ფიქრობდეთ? Ყველაფერი შავით თეთრზე ნაწერია, ვის და რატომ გაწყობთ ეს არეულობა.

Ოხ, რატომ არ ჩამოივლი წმ გიორგი და არ დაუფრთხობ ანგელოზებს საქართველოს მტრებს.
Თქვენ ფულს ვინ გააკონტროლებს, უმაძღართა მოდგმავ? Თქვენს Სინდისს, პასუხისმგებლობას? Ეს გაუთავებელი ორმაგი და ათმაგი სტანდარტები, ეს გააფთრება და დაუნდობლობა სადაც წაგვიყვანს, ვხვდებით… Ხალხს დაუგდეთ ყური. Ხალხის ნება უზენაესია. Არა რუსულ ორბიტას, რუსულ ოკუპაციას, რუსულ კანონს და რუსულ ფულს. Აი, მაგ ფულს სჭირდება კონტროლი…” – წერს სოციალურ ქსელში მწერალიმარიამ წიკლაური.

ასევე დაგაინტერესებთ