მართლმადიდებლები დღეს მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
უფლის მოწყალების ნიშნად, ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები საქართველოდანაც იმყოფებიან.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს, ეს არის მათი არჩევანი, რაც კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც

კობა ფარტენაძის ადვოკატი – ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს – პროცესს ხვალ ველოდებით