არქივი25 მარტი, 2024, 17:06
“მანქანიდან ვერ გადმოჰყავთ საწყლები… მთელი ოჯახი ამოწყდა”
ქობულეთის შემოვლით გზაზე, დღეს, 25 მარტს, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 – დაშავდა. სოფელ ოჩხამურის მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაღუპულები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
“მანქანიდან ვერ გადმოჰყავთ საწყლები… მთელი ოჯახი ამოწყდა” – ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ, სადაც აღნიშნულია, რომ გარდაცვლილების მანქანიდან გადმოყვანა გაუჭირდათ, რადგან ავტომობილის დაზიანება მძიმე ხარისხის იყო. ასევე ახლობლების კომენტარებში ვკითხულობთ რომ სამივე დაღუპულები ოჯახის წევრები იყვნენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.