არქივი28 მაისი, 2024, 09:36
“მანამდე არაფერი გეტკინოთ” – პაპუაშვილის რეპლიკა განცხადებაზე, რომ მათი “მოშორებით” ხალხი დამოუკიდებლობას განამტკიცებს
“მანამდე თქვენ არაფერი გეტკინოთ” – ასეთი რეპლიკით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის სიტყვით გამოსვლას, რომ “ოცნების” ხელისუფლების მოშორებით, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე, ამ დამოუკიდებლობას განამტკიცებს:
“დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხი, თქვენ რომ დამოუკიდებლობის წლისთავი ახსენეთ ბატონო შალვა, სწორედ დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე თქვენი მოშორებით ხელისუფლების სადავეებიდან, აუცილებლად განამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას.”მიმართა ბოტკოველმა “ოცნებას.” ,,მთავარი არხი”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.