ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა "ჰიუსტონთან"

სანდრო მამუკელაშვილს "სან ანტონიო სპურსში" იშვიათად ეძლევა სათამაშო დრო. გამონაკლისი გახლდათ გასული შეხვედრა, რომელშიც "სან ანტონიომ" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 101:103 დამარცხდა.
მამუკელაშვილი მოედანზე მეორე მეოთხედიდან გამოჩნდა, მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან სულ სამჯერ შეუტია და სამივეჯერ შედეგიანად. სანდრომ ბურთი 4-ჯერ შეტევაში მოხსნა, ერთხელ – დაცვაში, ორჯერ კი დაჯარიმდა.
მოედანზე ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა გამთამაშებელი ტრე ჯონსი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. "სპურსს" 21 ქულით და 8 მოხსნით ჯერემი სოჩანი დაეხმარა, ვიქტორ ვემბანიამა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა
– 13 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
"სან ანტონიო სპურსს" 14 მოგება და 52 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "დენვერ ნაგეტსთან" ჩაატარებს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.