მამუკა მდინარაძე – ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი – მათგან ველოდებით რადიკალიზაციას, რომელიც კრახით დასრულდება

რად უნდათ შეხვედრა ერთნი არიან ისედაც კაცო. ხან ჩუმად ხვდებიან, ხან ღიად – ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ ამ ქვეყანაში არის , – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მათი შეხვედრის მიზანია რადიკალიზაცია.
„რად უნდათ შეხვედრა ერთნი არიან ისედაც, კაცო. ხან ჩუმად ხვდებიან, ხან ღიად, დამთავრებული ამბავია. ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“, ერთ-ერთი, ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადრე იმას მაინც არ კადრულობდა საპატრიარქოს და ა.შ. თავს დასხმოდა. ახლა ბერძენიშვილების დონეზე ჩავიდა და ამასაც კადრულობს. მათი შეხვედრის მიზანია რადიკალიზაცია, ახლა ამ შეხვედრას აქვს, რომ რუსულ კანონად წოდებული ტყუილი, საუკუნის აფიორა…
საერთო გეგმა ექნებათ, ჩემი აზრით, რადიკალიზაცია. ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ძალიან ღირსეულ მომავალ თაობას, სტუდენტებს, რა ტყუილი აკადრეს ამ ხალხმა, ყველამ ერთად, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმაც. რა ტყუილი აკადრა შარშან საზოგადოებას, ჩვენ წელს დავუმტკიცებთ.
მათგან ველოდებით რადიკალიზაციას, რომელიც კრახით დასრულდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს