მამუკა მდინარაძე ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე – ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ სთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტებთან აფასებს.
მისი თქმით, „ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“.
„ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებები მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.