მამარდაშვილი “ბარსას” წინააღმდეგ, “ვალენსიასა” და “ნაპოლის” ბრძოლა ევროპისთვის და მიქაუტაძის – გადარჩენისთვის…

ევროპული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება, ს “ნაპოლი” კი რთულად, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ევროზონაში შევიდეს. უახლოესი მეტოქე “რომაა”, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად პოზიციების შენარჩუნება სჭირდება, მითუმეტეს, გასულ უქმეებზე მარცხის შემდეგ. შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” კვირას, 28 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური კლუბი წინა მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და კალცონამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ეს სიტუაცია შეცვალოს. დე როსის “რომა”, ჟოზე მოურინიოს გუნდისგან განსხვავებით, ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპატიებს იმსახურებს. მათ “მილანს” აჯობეს და ევროპა ლიგის ნახევარფინალში სეზონის აღმოჩენა ლევერკუზენის “ბაიერს” შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ “ჯალოროსიმ” “უდინეზესთან” შეწყვეტილი მატჩი ხუთშაბათს 72-ე წუთიდან განაახლა და 95-ე წუთზე მოიგო.
გვახსოვს პირველი წრის დაპირისპირება, როცა მოურინიოსა და კვარაცხელიას შორის გადალაპარაკება შედგა. ის შეხვედრა რომალებმა მოიგეს, არადა ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. საჩემპიონო სეზონში მათ ოსიმენი “ერჩოდათ”, რომელმაც ერთხელ “კვარას” კარგი პასის შემდეგ გაიტანა.
ვინ არიან? – “ნაპოლი” გამოცანას გვთავაზობს…

საკვანძო ფეხბურთელები

“ნაპოლი”:

* ხვიჩა კვარაცხელიას სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს;
* ოსიმენს 13 გოლი აქვს (67 დარტყმაში) და 3 შედეგიანი პასი;
* მატეო პოლოტანო – 8 გოლი, 5 “ასისტი”;
* ჯაკომო რასპადორი – 5 გოლი (56 დარტყმა) და 3 საგოლე პასი.
“რომა”:
* პაულო დიბალა – 12 გოლი, 8 შედეგიანი პასი (ყველაზე პროდუქტიული გუნდში);
* რომელუ ლუკაკუ – 11 გოლი, 4 “ასისტი”;
* ლორენცო პელეგრინი – 7 გოლი, 3 შედეგიანი პასი (გუნდის ძრავი);
* ლეანდრო პარედესი – 3 შედეგიანი დარტყმა, 5 საგოლე პასი.
სტატისტიკური მონაცემები:
* ტურის წინ “ნაპოლი” მეხუთე იყო სერია “ა”-ში გატანილი გოლებით – 50 (თამი 1.5), ხოლო “რომას” გაშვებული 39-ით (თამაშში 1.2) – მერვეზე.
* 33 მატჩში 59 გოლით რომაული კლუბი მესამეა (ტურის დაწყებამდე) ლიგაში, ნეაპოლელებმა კი 41 გაუშვეს (მე-11 საუკეთესო შედეგი).
შეხვედრად ტრავმის გამო ოლივერა, მეორე მხარეს კი ლუკაკუ და ნ'დიკა გამოტოვებენ.
ტოპლიგებში ქართველების სხვა მატჩები – გიორგი მიქაუტაძისა (ბოლო ორ ტურში 3 გოლით გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა) და “მეცის” მორიგი ბრძოლა გადარჩენისთვის, “ლილთან” საკუთარ მოედანზე, გაგრძელდება – კვირას, 15:00 საათზე; გიორგი მამარდაშვილის სტუმრობა “ბარსელონასთან” (პირველ წრეში ფრედ ითამაშეს) ორშაბათს, 29 აპრილს, 23:00 საათზე და “ნაპოლის” მსგავსად, ბრძოლა შვიდეულისა და ევროსაგზურისთვის.