ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი - როცა ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს რისკის ქვეშ არ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

მაკა ბოჭორიშვილი - როცა ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს რისკის ქვეშ არ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესპანურ მედიაგამოცემა El MUNDO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხის წინაშე აყენებდა და რუსეთთან ახალი კონფლიქტის დაწყების რისკს აჩენდა.
“ჩვენ ზედმიწევნით გავაანალიზეთ, თუ რა ძალები იდგნენ ამ კამპანიების უკან. როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ სამთავრობო თვითმფრინავით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და გარკვეულ რეაგირებას, არავის მოუცია გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევდა რუსეთის საპასუხო რეაქციას, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამგვარ პირობებში, ცხადია, ძლიერდება ჩვენი პასუხისმგებლობა - ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა El MUNDO-სთან ინტერვიუში.
საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანურ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუზე ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.