„მაინც ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ“ – კალაძე გახარიას პარტიაზე

თბილისის მერი გახარიას პარტიის შესახებ:
„რა თქმა უნდა, გახარიას პარტია ლეგიტიმაციას ვერ მისცემს პარლამენტს. მას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი, ქართველმა ხალხმა კი უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტს. კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ – რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამით თვითონ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ამით არაფერი დაკლებია“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს