მაია კოპალეიშვილი – 31 მარტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მზადებაა – სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს

31 მარტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მზადებაა, გარდა იმისა, რომ 31 მარტი ჩვენთვის, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს, განცხადებაც გააკეთოს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განუცხადა.
ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც კოპალეიშვილი განმარტავს, ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს.
“ალბათ, რელევანტური იქნება, ქალბატონ სალომეს ამ განცხადებას დაველოდოთ, რომელიც რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. იცით, რომ ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ხვდებიან, სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს ატარებენ, ამიტომ 31 მარტს პრეზიდენტი ზუსტად განაცხადებს შედეგებს. ვფიქრობ, ის იტყვის რაღაც შეთანხმებულ ვარიანტს, მათ შორის, ისიც გაირკვევა, სად თანხმდებიან და სად – ვერა.
ჩვენთვის არ იცვლება ის მთავარი, რაც თავიდანვე დავასახელეთ, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს უკვე გაცხადებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, ახალი საპარლამენტო და რეჟიმის ტყვეების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ერთადერთი, როცა შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, როცა ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვევა. ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი -ს ადმინისტრაციით და პატიმრების გათავისუფლება – ამის გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ”, – განაცხადა კოპალეიშვილმა.