ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მათე დევიძე ციხიდან პასუხობს დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს: საცოდაობა თავისუფლებისთვის გისოსებში ყოფნა კი არა, დიქტატორის მონობაა..

მათე დევიძე ციხიდან პასუხობს დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს: საცოდაობა თავისუფლებისთვის გისოსებში ყოფნა კი არა, დიქტატორის მონობაა..
„საცოდაობა თავისუფლებისთვის გისოსებში ყოფნა კი არა, დიქტატორის მონობაა..." - 21 წლის მათე დევიძე ციხიდან პასუხობს დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს, ბიძინა ჟამერაშვილს. წერილს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
⭕ მათე დევიძის საქმეზე ბიძინა ჟამერაშვილმა 7 თებერვალს სასამართლოს ჩვენება მისცა და მოყვა, როგორ დაარტყა დევიძემ ჯოხი და სად იგრძნო ტკივილი. მისი თქმით, მხრისა და ბეჭის არეში ჰქონდა სიწითლე და ჩალურჯება.
⭕ „პირადად რომ ვნახე, უბრალოდ ვკითხე, რატომ დამარტყი, უბრალოდ კითხვა მაქვს-მეთქი და შემეშინდაო. ვუთხარი, რომ არანაირი შემხებლობაში თქვენთან არ ვიყავით-მეთქი”, - განაცხადა ბიძინა ჟამერაშვილმა.
⭕ ჟამერაშვილმა ასევე თქვა „გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდა ბიჭია და ეგეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა და გულწრფელად, ადამიანურად მეცოდება, რომ ამდენი წელი ციხეში უნდა იყოს“.
⭕ მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის ჯოხის ჩარტყმას ედავებიან, რის გამოც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.