მადიარი: ხალხმა იგრძნო, რომ მშვიდობა დიდწილად სწორედ ევროკავშირისა და NATO-ს დამსახურებაა

tbl.ge/7h8zუნგრელმა ხალხმა გუშინ მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ამაყობენ, რომ ვართ ევროკავშირის და NATO-ს ნაწილი. ისინი ამაყობენ, რომ ათასი წლის განმავლობაში ჩვენი წინაპრები, ჩვენი მეფეები, დედოფლები და პრინცები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით ევროპის საზღვრებს.
ყველა უნგრელი ამაყობს თავისი ევროპული იდენტობით და ხალხმა დაინახა, რომ ეს ბოროტი პროპაგანდა ატყუებს მათ, ადანაშაულებს ევროკავშირს და აკრიტიკებს მას, თითქოს ევროკავშირს ომი სურს – ყველამ იცის, რომ ეს მშვიდობის პროექტია. ევროპული გაერთიანება სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დამფუძნებელ სახელმწიფოებს შორის ომი აღარასოდეს მომხდარიყო. ევროკავშირის შექმნის შემდეგ ომი აღარ ყოფილა – ამიტომ უნგრელმა ხალხმა შეძლო ეგრძნო და გაეგო, რომ ის ფაქტი, რომ დღეს უნგრეთში მშვიდობაა, დიდწილად სწორედ ევროკავშირისა და NATO-ს დამსახურებაა.თქვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მადიარმა არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა.კომენტარებიბოლო სიახლეები