ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა ისკანდერი მიიღო

ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკმა რუსეთის ფედერაციისგან ისკანდერის საზენიტო სარაკეტო სისტემები მიიღო.

„ჩვენ მივიღეთ ისკანდერი. განსაკუთრებით საშიში იარაღი... ხელი მოვაწერე განკარგულებას ამ იარაღის გამოყენების შესახებ. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობით “, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მანამდე ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ქვეყანა წარადგენს ახალ სამხედრო დოქტრინას, რომელიც პირველად ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.