ლოიდ ოსტინი: ვაშინგტონი არ დაუშვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხებას

-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის სამხედრო დახმარების საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც „რამშტაინის ფორმატის“ სახელით არის ცნობილი, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იტყვის უარს ს დახმარებაზე და არ დაუშვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხებას.
როგორც BBC იუწყება, მან აღიარა, რომ „უკრაინის ჯარები რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მძიმე ბრძოლებს აწარმოებენ“, სამოქალაქო მოსახლეობა იძულებულია, გამუდმებით იცხოვროს რუსული რაკეტებისა და ირანული დრონების იერიშების პირობებში.
„მაგრამ არ დათმობს და არც აშშ გააკეთებს ამას. ამიტომ დღეს მკაფიოდ ვაცხადებთ – აშშ არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას,“ თქვა ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, უკრაინაში მარტო ამ ქვეყნის ბედი არ წყდება და გამარჯვების შემთხვევაში პუტინი არ გაჩერდება.
„პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, სწორედ უკრაინამ უნდა გააჩეროს პუტინი, თუკი უკრაინის მხარდამხარ ვიდგებით და მას მივცემთ თავდაცვისთვის აუცილებელ იარაღს. ფსონზე დევს უკრაინის გადარჩენა და მთელი ჩვენი უსაფრთხოება,“ დასძინა ოსტინმა.
როგორც Reuters-ი შენიშნავს, „რამშტაინის ჯგუფის“ შეხვედრა იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეეცდება, დაარწმუნოს ევროპელი მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერისადმი ს ადმინისტრაციის ერთგულებისა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს პრაქტიკულად ამოეწურა კიევის დასახმარებელი ფული.
შეერთებული შტატების კონგრესს ჯერაც არ მიუღია კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის თაობაზე.
უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022-2023 წლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
„რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრებში დღემდე 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ მიღებული მონაწილეობა, მათ შორის არის საქართველოც.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს