ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი – რუსეთთან ერთადერთი ეფექტური დიპლომატია შეიძლება იყო ის, რაც ალ-კაპონემ თქვა: ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის, როცა იარაღი მაგიდაზე გაქვს

რუსეთთან ერთადერთი ეფექტური დიპლომატია შეიძლება იყო ის, რაც ალ-კაპონემ თქვა: ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის, როცა იარაღი მაგიდაზე გაქვს. ალბათ, სწორედ ასეთი დიპლომატია იმუშავებს რუსეთთან, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობა, დოვილე შაკალიენემ უპასუხა: „მეხუმრებით? მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახს გაუკეთეს და რუსეთს თაობების განმავლობაში ჩაუდენია, არა მგონია, იპოვოთ ლიეტუველია, რომელიც ვლადიმერ პუტინს ენდობა“.
მისი თქმით, რუსეთს, ისტორიულად, არასოდეს შეუსრულებია შეთანხმება.
„ჩვენი ერთადერთი იმედია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი მიდგომა შეიძლება გახდეს ერთადერთი გარანტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გააკონტროლებს. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება“, – აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა