არქივი11 სექტემბერი, 2024, 17:16
ლელა კაკულია: თქვენი ყველა ნაბიჯი ანულირებულია!

ლელა კაკულია: თქვენი ყველა ნაბიჯი ანულირებულია!
მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი — არც პოზიციას და არც ოპოზიციას.
ვწინასწარმეტყველებ ხალხისთვის, ქვეყნებისთვის და ვიცი, რომ ეს კარგად უწყიან ადამიანებმა.
ხოლო შავ ძალებს, რომელნიც ცდილობენ ჩაახშონ და დაამარცხონ წინასწარმეტყველება — ქართველი ხალხის იმედი და ასპროცენტიანი რეალობა, მინდა ვუთხრა:
თქვენი უარყოფითი ქმედებები უაზრობაა და ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ.
თქვენ ცდილობთ, წაართვათ ხალხს იმედი და რეალობა, დათესოთ შიში და პანიკა, მაგრამ არ გამოგივათ!
წინასწარმეტყველებები სრულდება და თქვენი ყველა ნაბიჯი ანულირებულია უფლისგან!
ნუ გავიწყდებათ, რომ წუთისოფელში ცხოვრობთ, დიახ, წუთი-სოფელში. გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ!
***
ყველაზე დიდი მტერი, როგორც ყოველთვის, ციხის შიგნითაა. შადიმანები საკუთარი კარიერისა და ფულის გულისთვის ღალატობენ ხალხსა და ქვეყანას. ისინი ფიქრობენ, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს. სიტყვას „პოლიტიკა“ ბევრია ამოფარებული, მაგრამ ვხედავ, ამ თამაშებს, ამ დიდ სიბოროტეს, კოსმოსი მალე მოუღებს ბოლოს.
დღეს უჭირს საქართველოს, ამიტომაც არ დაინდობს მოღალატეებს უფალი. შადიმანები ქრებიან საქართველოდან, თუკი სადმე არიან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.