ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ – მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს კვერცხი ესროლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.
ოპოზიციოონერ პოლიტიკოსს ქუჩაში, კვერცხი იმ დროს ესროლეს, როდესაც ის „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა.
ინციდენტის შემდეგ მასსა და თავდამსხმელს შორის როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოქალაქემ ტერიტორია დატოვა.
„ეს იქნებოდა დაორგანიზებული. იცოდნენ, სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. პასუხი მიიღო. ესაა რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ, დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს ისვრიან. პასუხი მიიღო. ყველა ასე მიიღებს პასუხს. არავის ეშინია. დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. გაიქცა, არ ვიცი, ვინ არის. დედას გიტირებ , შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ