ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტს ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ – ხალხს აინტერესებს, როგორ დამარცხდება გაჭირვება და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება

ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს, როგორ დაამარცხებენ გაჭირვებას და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება, – ასე უპასუხა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მათთვის მთავარი საკითხია ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა.
„ჩემი აზრით, თქვენმა ტელეკომპანიამაც და მთავრობამაც უნდა იზრუნონ, მაღალი ფასები რომ არის ქვეყანაში და ხალხს ეს აწუხებს, ამაზე რას ეუბნება ხალხს. ის, რომ უმუშევრობაა, ამაზე რა პასუხი აქვთ? ანუ ხალხს ყველაზე მეტად ეს აინტერესებს და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება. ამიტომ ხალხს გასცენ მთავარ შეკითხვებზე პასუხი, როგორ დაამარცხებენ გაჭირვებას. ცხადია, ეს 12 წელია ვერ შეძლეს და არ შეუძლიათ. როგორ შეეცდებიან, რომ შეეხიდონ მოსახლეობას. ჩვენთვის მთავარი საკითხი არის ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ს, საგარეო საქმეთა მინისტრად ან განიხილება, თავდაცვის მინისტრად ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს