ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან მახაშვილი - მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე

ლევან მახაშვილი - მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე

მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე , - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-17 ნომერმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურ საქმიანობაში, სხვადასხვა ფორმით, მრავალი წელია ჩართულია.
"მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, საჯარო სამსახურიდან, სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა პოზიციიდან. ყოველთვის ჩართული ვიყავი პოლიტიკის მიღებაში. ასევე, აკადემიურ საქმიანობაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ჩემი თავი, ამ ეტაპზე, წარმომიდგენია, როგორც საგარეო პოლიტიკის გუნდის წევრი, ასევე - განათლების მიმართულებით. დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.