სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მისი მეგობრის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ეხმიანება.
“ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე;
ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი;
დავით კეზერაშვილი – 5 წელი;
ბაჩო ახალაია – 9 წელი;
მეგის ქარდავა – 9 წელი;
ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი;
ვიქტორ ყაჭეიშვილი – 9 წელი;
ოლეგ ფაცაცია – 9 წელი;
გიგი უგულავა – 3 წელი და 2 თვე;
გაგა მკურნალიძე – 3 წელი და 4 თვე;
და ა.შ…
ალეკო – 13 წელი !“ – წერს “ფეისბუქის“ გვერდზე ლევან იოსელიანი.
ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.




