გაუშვებენ თუ არა ციხეში ირაკლი ღარიბაშვილს – “ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც გამოირჩეოდა ივანიშვილისთვის თანაგუნდელებზე ინფორმაციის მიტანით.
“კობახიძე იყო ჩამშვები, რომელიც დარბოდა თაბახით და ფურცლებით და ენა მიჰქონდა ივანიშვილთან“, – ამბობს ის.
გოგიჩაიშვილის თქმით, კობახიძე ღარიბაშვილის დაჭერაზე კითხვას კონკრეტულად იმიტომ ვერ პასუხობს, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული.
არ პასუხობს იმიტომ, რომ მან არ იცის იქნება თუ არა, რადგან ეს მასზე არ არის დამოკიდებული. მას უნდა უთხრა, უნდა დაიჭირონ თუ არა ღარიბაშვილი. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს მოტივაცია, რომ ის არ საუბრობს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ღარიბაშვილს ზიზღით მოიხსენიებს, ეს ფაქტია, კობახიძეს ეს ახასიათებს, მას არ უყვარს არავინ და არაფერი ამ ქვეყნად, მას უყვარს საკუთარი თავი და ის მოცემულობა რაშიც არის. ვიყავით ერთად პარლამენტის წევრები, კობახიძე იყო ჩამშვები, რომელიც დარბოდა თაბახით და ფურცლებით და ენა მიჰქონდა ივანიშვილთან, იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომელებსაც ის არაფრად მიაჩნდათ, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძე “სპეკულაცია” უწოდა და არ უპასუხა კითხვას- დააკავებენ თუ არა მის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მივა თუ არა გამოძიება ღარიბაშვილამდე, რადგან გავრცელებული ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები სწორედ ექს პრემიერზე დაუსვეს, კობახიძემ განაცხადა:
ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას ვუპასუხო,” – განაცხადა მან.