ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა

85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.
მენოტის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მენოტი თავდამსხმელი იყო, თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში", სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს".
1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.