ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბერულავა: წმინდა მატრონას კანონიკური ხატებიც არსებობს და მათ არავინ ერჩის. ეგ "ხატი" კი არაკანონიკურად აღიარეს თავად რუსებმა

"რაც სამებაში იყო გამოფენილი, არაა ეგ ხატი: არაკანონიკურადაა დაწერილი და მისი ადგილი ტაძარში არ არის.
წმინდა მატრონას კანონიკური ხატებიც არსებობს და მათ არავინ ერჩის.
ეგ "ხატი" კი არაკანონიკურად აღიარეს თავად რუსებმა და ეკლესიიდან გაიტანეს.
არ არის ხატი - არ არის არც ხატისადმი უდიერი მოპყრობა (ვანდალიზმი, როგორც ამას სახელისუფლებო რესურსები წერენ).
ტაძრიდან გატანის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო აქტივისტის მხრიდან იმ ნაბიჯის გადადგმაში, რაც ნატა ფერაძემ გადადგა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ: ხატისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია ამ შემთხვევაში, დახატულ და ხატად მიჩნეულ ნამუშევარს შეასხეს საღებავი.
სხვაა, რა მიაჩნია ხატად პატრიოტთა ალიანსს და სულ სხვაა, რა დატვირთვა და განმარტება აქვს სიტყვას "ხატი" - წერტილი," - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.