ლატვიის პრეზიდენტი რომის პაპის განცხადებაზე: ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება

„ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება“ – ასე გამოეხმაურა ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი რომის პაპ ფრანცისკეს, რომელმაც სა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა – „უნდა ვიპოვოთ გამბედაობა, რათა აღვმართოთ „თეთრი დროშა“.

როგორც ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ „თეთრი დროშა“ რუსეთმა აღმართოს.

„არ შეიძლება ბოროტების წინაშე კაპიტულაცია. საჭიროა მასთან ბრძოლა და გამარჯვება იმისთვის, რომ თავად ბოროტებამ აღმართოს თეთრი დროშა და გამოაცხადოს კაპიტულაცია“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა – ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა