ნათია მეზვრიშვილი: ეს იცით ვინაა? აგვისტოში თბილისის მერიამ და საკრებულომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ რომ ჩაახუტა პარტიაში „ატკატის“ სანაცვლოდ

“ეს იცით ვინაა? აგვისტოში თბილისის მერიამ და საკრებულომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ რომ ჩაახუტა პარტიაში „ატკატის“ სანაცვლოდ; ცხრაჯერ რომ მივმართეთ პროკურატურას და გამოძიება რომ არ დაუწყია; პოლიტიკური კორუფციის ყველა ფაქტში ცენტრალური ფიგურა რომ არის. აი, ამათ იმედად დარჩა ოცნება. იმედზე გამოყრილი ჰყავთ კორუმპირებული, ბიუჯეტის მჭამელი, ხალხის ფულით გამდიდრებული, ოცნებასთან ფარულ კორუფციულ გარიგებებში მყოფი ტიპები და გამჭვირვალობაზე ალაპარაკებენ. აბა წესიერი ამათ გვერდით აღარ დგას და …” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისათვის, ნოშიკო ნამორაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს: მე ნოშიკო ნამორაძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი, კერძოდ “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელი და უბრალოდ ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში