ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 15 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.1 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.03 თეთრით. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6699 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.845 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.85 ლარად.