კალაძე: ხვალ მინდა დეტალურად ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში

დღეს თუ ვინმეს აწყობს ძალადობა, დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ გეგმით. ეს გეგმაა აკერმანის სახელმძღვანელო, რომელშიც პირდაპირ წერია, როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ. ხვალ მინდა გავაკეთო ფეისბუქზე ჩემი ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურად მინდა ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში და როგორი პარალელებია იმ აქციებთან დაკავშირებით, რომელსაც მშვიდობიან აქციებს უწოდებენ. ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს, სადაც აბდუშელიშვილი შენი დილის წამყვანია.