კალაძე: გვინდა უცხოური გავლენის შემცირება – ამერიკული, ევროპული, რუსული გავლენების

არ გვინდა ეს , კაცო! გვინდა ეს ევროპული მომავალი, მაგრამ ღირსებით, თავაწეულები ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. გავამყაროთ სუვერენიტეტი. აღნიშნულ კანონზე პირდაპირ ვამბობთ, ხომ არ ვმალავთ. ვამბობთ, რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები. გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა, ევროპული გავლენა, რუსული გავლენა, კიდევ სხვა ქვეყნების გავლენები. არის რაღაც საკითხები, რაზეც გვიჭირს ასე საჯაროდ საუბარი.