ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს – დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შემოვუერთდები

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.
აქციას ახალგაზრდები 25 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გამართავენ.
აქციას დასასრულს პარლამენტთან მივიდა , რომელმაც საპატიმრო დღეს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად დატოვა.
მისი თქმით, ხვალიდან ის საპროტესტო აქციებს შეუერთდება.
“ხვალ შვიდ საათზე ისევ ვიკრიბებით. დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შევუერთდები.
ხალხის აქტიური ჩართულობით მოხდება ის, რაც მოსახდენია. ევროკავშირიც გვერდით გვიდგას”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ