ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარე ჩვენი მთავრობის პირადი ტყვეა – იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის

9 თვის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, ლაზარეს, ალბათ, გაამტყუნებენ-მეთქი, რადგანაც პროცესი გააჭიანურეს, მაგრამ ბოლო 4 თვეა ცოტა ეჭვი შემეპარა, რომ იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის, – ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულის, ს დედამ, თამთა კალანდაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
როგორც თამთა კალანდაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მისი შვილი მთავრობის ტყვეა.
„ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7-9 მარტს აქციებზე, მაგრამ მან, ალბათ, თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგანაც ვიღაც ერთი სჭირდებოდათ, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და უკვე ერთი წელია ლაზარე საპყრობილეშია. ვფიქრობ, ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. კადრებში ლაზარე არის, მაგრამ პროკურატურა ვერ ამტკიცებს, რომ ლაზარე “მოლოტოვის” ისვრის და მანქანას წვავს”, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ასევე დაგაინტერესებთ