ლაზარეს შეწყალებას ექნება მკვეთრი რეაქცია – ოხანაშვილი პრეზიდენტს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შესაძლო შეწყალების საკითხს ეხმაურება და ამბობს:
ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ მოლოტოვის კოქტეილი შეიძლება ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, ვინც წესრიგს იცავს – თუ ამის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის არდში და ის გადადგამს ამ ნაბიჯს, ამას ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია. უნდა იცოდეს მანაც და სხვამაც, რომ მოლოტოვის კოქტეილების წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი.

ასევე დაგაინტერესებთ