ლაზარეს ბაბუა: ახლახან დარეკეს ადვოკატებმა, გვითხრეს, რამდენიმე დღე გაიწელება გამოშვება

მთელი დილა ველოდებოდით, გვეუბნებოდნენ, რომ გამოუშვებდნენ მაგრამ ახლახან დარეკეს ადვოკატებმა და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღე კიდევ გაიწელება ეს საკითხი. ვერ გეტყვით [მიზეზს], მე აქციაზე ვარ და ასე ვეღარ ჩავეძიე ადვოკატებს და ალბათ სახლში რომ მივალ […] ახლა ადვოკატებს 5 საათზე დაჯავშნილი ჰქონდათ პაემანი და შევლენ და იქიდან რომ გამოვლენ, ალბათ უფრო დაზუსტებით გვეტყვიან, რაშია საქმე.
ლაზარე ახლა გარეთ რომ იყოს, ყველა შემთხვევაში აქ იქნებოდა. ჩვენ მიზანს ჯერ არ მივაღწიეთ და ვერ მივაღწიეთ, ამიტომ უნდა ბრძოლა გავაგრძელოთ, რომ ნამდვილად ამ სანუკვარ მიზანს, რომელიც გზას გვისახავს ევროპისკენ და თავისუფლებისკენ, ბოლომდე უნდა გავიტანოთ.