ლადო მგალობლიშვილი – ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, საკონსტიტუციო, იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ს ლიდერობით და ირაკლი კობახიძის პრემიერობით, „ქართული ოცნების“ გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე გარდაუვალია.
ამ განცხადებით მგალობლიშვილი საქართველოს მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ირაკლი ღარიბაშვილს ურთულეს პოლიტიკურ გარემოში მოუწია საქმიანობა, რისთვისაც დიდ მადლობას იმსახურებს. ის „ქართული ოცნების“ გუნდის გამორჩეული ლიდერია და წარმატებას ვუსურვებ პარტიის თავმჯდომარის საპასუხისმგებლო პოზიციაზე.
ბიძინა ივანიშვილი ფენომენალური პოლიტიკოსია – ყოველთვის წინ უსწრებს მოვლენებს, გაოცებულს და იმედგაცრუებულს ტოვებს ოპონენტებს. პრემიერის კანდიდატურა, პოლიტსაბჭოს, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და მთავარმა მრჩეველმა, ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რასაც ითვალისწინებს პარტიის წესდება. ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი, რომელიც აქამდე ნებისმიერი ოპონენტისთვის დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენდა. მას აქვს როგორც მმართველობის, ისე სახელმწიფოს ფუნქციონირების უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს პრემიერის რანგში მის მორიგ წარმატებულ საქმიანობას.
ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ირაკლი კობახიძის პრემიერობით, „ქართული ოცნების“ გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე გარდაუვალია, რაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს , როგორც პარტიის თავმჯდომარე“, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ