ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!"

"კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!"

თბილისის მერიის თანამშრომელი, ანნა კომლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გათავისუფლების მიზანი დასჯა იყო.

"ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა!

საკრებულოს ვებგვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები!

კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4-შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2-შტატიან განყოფილებად!

შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი.

ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2-შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!" - წერს ის Facebook-ზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.