„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ქართველი ქალი მეუღლესთან ერთად ემსხვერპლა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ქართველი ქალი მეუღლესთან ერთად ემსხვერპლა.

როგორც გარდაცვლილის და ერთ-ერთ ტელეეთერში ამბობს, მისი დის, ირინა შერბაკოვა-მამისაშვილის ცხედრის ამოცნობა დეენემის ტესტით შეძლეს.

„ზურგში აქვთ მოხვედრილი ტყვია, ალბათ, გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილები. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა. სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში გაქცევისას, ალბათ. დის ამოცნობა რთული იყო, ფიზიკურად ისეთი დაზიანებული იყო, ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება. ცხედარი ძმის დეენემით ამოიცნეს“, – განაცხადა ნინო მამისაშვილმა.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.