კობა გაბუნიას პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლს ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, კობა გაბუნია პატიმრობაში გაუშვა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილის მიმართ პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.
გამოძიება კობა გაბუნიას ბაღების და სკოლების მშენებლობებისთვის განკუთვნილი მილიონების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.
აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც.
საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია 2 დღის წინ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა