კობახიძე ჯორბენაძეზე: მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო

დღეს ქართულმა საზოგადოებამ გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ავთანდილ ჯორბენაძე გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი ავთო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის სათავეებთან იდგა და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქვეყანას. მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი ავთოს ოჯახსა და ახლობლებს.
პრემიერმინისტრი ირაკლი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახს უსამძიმრებს, რომელიც 73 წლის ასაკი გარდაიცვალა.
ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის ოქტომბრიდან 1999 წლის დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 1999 წლის დეკემბრიდან 2001 წლის დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. ხოლო, 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.