„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო გადაიდო და დარბაზიდან გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თათა ფერაძის სასამართლო გადაიდო და იგი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, გზის გადაკეტვის საქმეზე მისი პროცესი გადაიდო 4 ნოემბრისთვის, პროცესი 14:20 საათზე ჩაინიშნა.
„მტკიცებულებების არარსებობისა და დარღვევების გამო – ოქმში დაკავების დრო და დამკავებელი არ ეწერა, ვიდეო მტკიცებულებაში კი თათა ფერაძე ტროტუარზე დგას. დაევალა ეს ინფორმაცია და დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინოს“,-აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თათა ფერაძე 2 ნოემბერს დააკავეს. მას რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები