კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების ავტომობილი მიიღო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების ავტომობილი მიიღო, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო KCNA იუწყება.
"ამხანაგ კიმ ჩენ ინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მიერ წარმოებული პერსონალური ავტომობილი გადაეცა“, - იუწყება სააგენტო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის, კიმ იო ჯონგის თქმით, ეს საჩუქარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დამყარებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების აშკარა მტკიცებულებაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.