ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კით კელოგი: რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს. რუსეთს ბოლო წლინახევრის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია

კით კელოგი: რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს. რუსეთს ბოლო წლინახევრის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია
"რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს. რუსეთს ბოლო წლინახევრის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია. მათ ქალაქი კიევი, დედაქალაქი, არ აუღიათ. მდინარე დნეპრის დასავლეთით არ შეუღწევიათ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. ოდესა არ აუღიათ. ასობით ათასი სამხედრო დაკარგეს. რეალურად არ განძრეულან, მეტრობით ხდება გადაადგილება და არა - კილომეტრებით
უკრაინელები თავიანთ მიწაზე მტკიცედ იბრძვიან და როდესაც რუსეთი ამბობს, რომ იგებენ, ასე არ არის. რომ იგებდნენ, უკვე გამარჯვებულები იქნებოდნენ სამი წლის შემდეგ და ახლა მეოთხე წელიწადში ვართ. ამიტომ, ვფიქრობ, ისინი უნდა დასხდნენ და გააცნობიერონ ეს"
- თქვა უკრაინაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.