კიევი: ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე უსაფრთხოება უარესდება

ში, ს მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) უსაფრთხოება ყოველდღიურად უარესდება, განაცხადა პარასკევს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა და პირობა დადო, რომ გაეროს ფარგლებში, რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35-კაციანმა მმართველთა საბჭომ ხუთშაბათს გვიან მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციას და გამოხატავს “სერიოზულ შეშფოთებას” პერსონალისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ნაკლებობის გამო.
”საერთო სიტუაცია მიდის ბირთვული ავარიისკენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს იქ ეს (რუსეთის) ყოფნა”, – თქვა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ პრესკონფერენციაზე.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რომელიც ადგილზე, მცირე წარმომადგენლობით იმყოფება, ამბობს, რომ სიტუაცია ზაპორიჟიეში საეჭვო რჩება. ელექტროსადგურმა, ბოლო 18 თვის განმავლობაში, რვაჯერ დაკარგა გარე ენერგია, რის გამოც რეაქტორებში საწვავის გასაგრილებლად და პოტენციურად კატასტროფული ავარიის თავიდან ასაცილებლად, საჭირო გახდა დიზელზე მომუშავე გენერატორების გამოყენება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბანი ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ატომური ელექტროსადგურის დაბმბვის თაობაზე, მხარეები ურთიერთბრალდებებს ცვლიდნენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ, ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე განიხილა. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე გამართული საუბარი იყო “პროფესიონალური და გულწრფელი.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …