ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა… ნარკოტიკებისადმი საფრთხის შეგრძნების მოხსნას ემსახურება სიტყვები – “კლუბური”, “მსუბუქი” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

“კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა… ნარკოტიკებისადმი საფრთხის შეგრძნების მოხსნას ემსახურება სიტყვები – “კლუბური”, “მსუბუქი” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე
ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა ე.წ. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის თე­მას და საფრ­თხე­ებ­ზე წერს.
“კი­დევ და­ი­ღუ­პა გოგო და კი­დევ მოხ­ვდა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა.
ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­მართ საფრ­თხის შეგ­რძნე­ბის მოხ­სნას იდე­ა­ლუ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა მარ­კე­ტინ­გუ­ლად კარ­გად გათ­ვლი­ლი სი­ტყვე­ბი – “კლუ­ბუ­რი” – თით­ქოს რო­მე­ლი­მე სა­სიკ­ვდი­ლოდ სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა გარ­თო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­მა­ტი იყოს, “სა­აფ­თი­ა­ქო” – თით­ქოს ლე­გა­ლუ­რი წამ­ლის ზე­დო­ზი­რე­ბა ვი­ტა­მი­ნის, ან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი არ იწ­ვევ­დეს მო­წამ­ვლას, ან სიკ­ვდილს;
“მსუ­ბუ­ქი” – თით­ქოს თრო­ბის მხრივ მსუ­ბუ­ქი ისე­ვე არ აზი­ა­ნებ­დეს ტვი­ნის ემო­ცი­ურ სის­ტე­მას, ან რე­ცეპ­ტო­რებს, ან არ აზი­ა­ნებ­დეს რუხი ნივ­თი­ე­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, რო­გორც “მძი­მე”.ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს გვი­ნატ­რია ზოგ­ჯერ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ტკი­ვილს ვერ ვუძ­ლებთ, ან მა­შინ, როცა ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი და უღიმ­ღა­მოა და ერთხელ მა­ინც დავმთვრალ­ვართ ასეთ დროს ყვე­ლა, ნივ­თი­ე­რე­ბის იმ არ­ჩე­ვა­ნით, რო­მე­ლიც ხელთ მოგ­ვხვდა, ან უბ­რა­ლოდ სურ­ვი­ლად დაგ­ვი­ტო­ვე­ბია მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვის გა­ყუ­ჩე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა.
როცა ადა­მი­ანს რე­ა­ლო­ბის­გან დამ­ცა­ვი გარ­სის შე­მოკ­ვრა, გა­ყუ­ჩე­ბა უნ­დე­ბა ხში­რად, მი­თუ­მე­ტეს ყო­ველ­დღე, ეს მი­უ­თი­თებს ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მა­ზე.რა არის ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა? არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, არა­მედ სტრე­სის გა­და­უ­ტან­ლო­ბა, მას­თან გამ­კლა­ვე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა.გთხოვთ, ნარ­კო­ტიკ­ში ნუ ეძებთ გა­მო­სა­ვალს. ვუმ­კურ­ნა­ლოთ იმ ტკი­ვილს, ან სი­ცა­რი­ე­ლეს, რო­მე­ლიც გვა­ი­ძუ­ლებს გა­ვა­ყუ­ჩოთ სი­ცო­ცხლე და ცო­ცხა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი. ტან­ჯვა­სა და სი­ხა­რულს შო­რის ისე­თი­ვე თხე­ლი ტი­ხა­რია, რო­გორც სი­ცილ­სა და ტი­რილს შო­რის.
ხში­რად თუ გა­ა­ყუ­ჩებ ტკი­ვილს, მა­ლე­ვე, სრუ­ლად გაქ­რე­ბა სი­ხა­რუ­ლიც. ვის­წავ­ლოთ გრძნო­ბე­ბის ატა­ნა, ზიდ­ვა. ეს არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. არ გე­უბ­ნე­ბით ამას ზე­პი­რად. გე­უბ­ნე­ბით იმ ცოდ­ნით, რო­მე­ლიც სწო­რედ ტკი­ვი­ლის ატა­ნა და შემ­დეგ მისი ტრანსფორ­მა­ცია რომ შემ­ძლე­ბო­და, იმი­ტომ მი­ვი­ღე.დრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეთ თქვენს გრძნო­ბებ­ში გაქ­ცე­ვის, გა­ყუ­ჩე­ბის ან მხი­ა­რუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვის ხში­რი სურ­ვი­ლი, რო­გორც სიმპტო­მი და მი­ი­ღეთ დახ­მა­რე­ბა. არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი დღეს, სა­დაც შეძ­ლებთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მარ­თვის სწავ­ლას. ერთ-ერთი კა­მა­რა­ცაა და უკვე ლი­ვინგ მუ­ზე­უ­მი თბი­ლი­სი, რომ­ლე­ბიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ტკი­ვი­ლის გარ­დაქ­მნის სა­ხე­ლოს­ნოდ”, – წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.