კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის გადაღება გადაიფიქრა

კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის გადაღება გადაიფიქრა. ცნობილი რეჟისორის რიგით მე-10 და როგორც თავად ამბობს, უკანასკნელ ნამუშევარზე გადაღებები მიმდინარე წლის აგვისტოში იყო დაგეგმილი.
ტარანტინოს პროექტის სამუშაო სახელი იყო კინოკრიტიკოსი. შიდა წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე ჰოლივუდური გამოცემა წერს, რომ რეჟისორი “რამე ახლით დაკავებას” გეგმავს.
გასულ წელს რეჟისორმა გამოცემა Deadline-ს გაუმხილა, რომ ფილმის სცენარზე მუშაობა უკვე დასრულებული აქვს. ტარანტინოს თქმით მომავალი სურათის მთავარი გმირი იქნებოდა ადამიანი, რომელიც 1970-იან წლებში ფილმების რეცენზიებს პორნოგრაფიული ჟურნალებისთვის წერდა.
კინოკრიტიკოსში მთავარი როლი ბრედ პიტს უნდა შეესრულებინა, რომელთან ერთადაც ტარანტინომ თავის ბოლო ფილმზე ერთხელ ჰოლივუდში იმუშავა. მსახიობს როლმა კარიერაში პირველი ოსკარი მოუტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”