“კვარაცხელიას მარადონასთან შედარება ნაჩქარევი იყო” – “ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

“ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო ფლორო ფლორესმა, რომელსაც “პარტენოპეის” ფორმა 62 შეხვედრაში მოურგია, განაცხადა, რომ კვარაცხელიას მარადონასთან, ხოლო ოსიმენის ვან ბასტენთან შედარება ნაჩქარევი იყო.
“სწორია, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კვლავ დადიან და თავისი საყვარელი “ნაპოლი” არ მიატოვეს. გუნდს ამ მომენტში ძალიან სჭირდება ფანების მხარდაჭერა.
ვფიქრობ, მომავალში უნდა მოვერიდოთ ზოგიერთ მოთამაშეზე ძალიან მიჯაჭვულობას. სკუდეტოს მოგების შემდეგ ჩვენ ნაჩქარევად შევადარეთ კვარაცხელია მარადონას და ოსიმენი ვან ბასტენს… ბალანსი ყოველთვის საჭიროა”, – თქვა ფლორო ფლორესმა OttoChannel-16-თან საუბრისას.