“ბარსელონა” “ჟირონასთან” დამარცხდა – “რეალი” ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონა“ გასვლაზე „ჟირონასთან“ 2:4 დამარცხდა.
ამ მატჩის შედეგიდან გამომდინარე „რეალი“ 36-ედ გახდა ჩემპიონი.
„ბარსა“ ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა, „ჟირონა“ კი პირველად მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე.
„ჟირონა“ 74 ქულით მეორე ადგილზეა და 10 მაისს სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდება. „ბარსელონა“ 73 ქულით მესამე პოზიციაზეა და 13 მაისს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.
ჟირონა – ბარსელონა 4:2
გოლები: 0:1 კრისტენსენი (3), 1:1 დოვბიკი (4), 1:2 ლევანდოვსკი (45+1, პენ), 2:2 პორტუ (65), 3:0 გუტიერესი (67), 4:2 პორტუ (74)